23:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 14:06:52, 1034 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების კონცეფციის სამუშაო ვერსია დაინტერესებულმა მხარეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

დაცული ტერიტორიების კონცეფციის სამუშაო ვერსია დაინტერესებულმა მხარეებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. 

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ახალი კონცეფცია, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში შემუშავდება, არსებულ სფეროში ქვეყნის პოლიტიკის ძირითადი მიზნებისა და ხედვების განმსაზღვრელი დოკუმენტი იქნება.

შეხვედრის მონაწილეებმა სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებული მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვეს, რომელიც საბოლოო დოკუმენტში იქნება გათვალისწინებული. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მიზნად ისახავს  საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის, დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობას, ასევე სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას.

პროექტის საერთო ბიუჯეტი 56 500 000 შვედურ კრონას შეადგენს. პროექტის განხორციელების პერიოდად განსაზღვრულია 2021-2024 წლები.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics