|
2023-05-05 09:54:45, 900 ნახვა
საზოგადოება
„ქოლგა თბილისი“ ფოტოკვირეული გაიხსნა
თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია „ქოლგა თბილისი“ ფოტოკვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრო და კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ანდრია ბასილაიამ კვირეულისა და დედაქალაქის მერიის მრავალწლიან თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც, დოკუმენტური სერიისა და რეპორტაჟის კატეგორიაში არჩეული ფოტოპროექტები მთელი წლის განმავლობაში, ბარათაშვილის ხიდის საფეხმავლო ნაწილზე, ღია საგამოფენო სივრცეში გამოიფინება. „თბილისის მუნიციპალიტეტი დაარსების დღიდან მხარს უჭერს „ქოლგას“, რომელიც ჩვენი დედაქალაქის კულტურული ცხოვრების ნაწილი გახდა. ფოტოკვირეული ყოველ წელს გვთავაზობს ძალიან კარგ ნამუშევრებს, ბევრი ფოტოგრაფი ჩამოიყვანა დედაქალაქში და დაგვეხმარა მათი ნამუშებრების გაცნობაში. თბილისის მუნიციპალიტეტი კონკურსის მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ და ნომინაციაში - „მობილური ერთი კადრი“ გამარჯვებული გამოავლინა. ღონისძიებაზე ასევე, გამოვლიდნენ 2023 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია; რეპორტაჟი; კონცეპტუალური ფოტოპროექტი; ერთი კადრი; მობილური ერთი კადრი. „ქოლგა თბილისი ფოტო“ მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. წელს ფოტოკვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე და კლასიკური ფოტოგრაფიის გამოფენებს. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 45 ქვეყნის 440 ფოტოგრაფმა. ჯამურად, წარდგენილია 726 ფოტოპროექტი. „ქოლგა თბილისი“ ფოტოკვირეულის წარმდგენია „თიბისი“. მხარდამჭერები: თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეროვნული არქივი; სპონსორები: ფონდი „კეტარი“, „ვოლვო“, „ქენონი“, „ბინეხი“; პარტნიორები: „აჭარა ჯგუფი“, ტელეკომპანია „ფორმულა“, „არტ არეა“, რადიო „კომერსანტი“, „ალმა“, at.ge, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ და „პუბლიკა“, სასტუმრო „მოქსი“.
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)