|
2023-05-02 15:46:53, 793 ნახვა
პოლიტიკა
ენმ - ე.წ. ქოლცენტრები იღებენ მითითებებს, რომ სასწრაფოდ შეიცვალონ მისამართები
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ე.წ ქოლცენტრები იღებენ მითითებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, რომ მისამართები შეიცვალონ. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიის წარმომადგენლებმა, ვასო ურუშაძემ და ლაშა ტყეშელაძემ თბილისის ორგანიზაციის ოფისში, ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს. ენმ-ის წევრებმა ე.წ თაღლითური ქოლცენტრების მფარველების გამოაშკარავება და დაკავება მოითხოვეს. „ჩვენი ინფორმაციით, ამ წუთებში, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი და გრიგოლ ლილუაშვილის დაჯგუფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკავებულია ტრანსნაციონალური დანაშაულის გადამალვით. კერძოდ, ე.წ. ქოლცენტრები იღებენ მითითებებს, რომ სასწრაფოდ შეიცვალონ მისამართები და გადავიდნენ მრავალსართულიან შენობებში, სადაც არის მაღალი დაცულობა, ესენი შეიძლება იყოს საცხოვრებელი ან ე.წ. ბიზნესცენტრები. მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ჩვენ „ანტიკორუფციული მოძრაობა“ საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფები ვფლობთ არაერთ მისამართს, სადაც არის განთავსებული ე.წ. თაღლითური ქოლცენტრი და მათ ეშინიათ, ეშინიათ ჩვენი მოქმედებების, ჩვენი დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტური პროცესების, ეშინიათ პარლამენტში მიმდინარე მოვლენების, სადაც საუბარია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. მათ ეშინიათ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფების, რომლებიც სავარაუდოდ, კვლავ იმყოფებიან საქართველოში და ცდილობენ მაქსიმალურად გადამალონ ეს დანაშაული, თუმცა ჩვენ გავიგებთ ყველა იმ მისამართს, რომელ მისამართზეც იქნება გადასული ე.წ. თაღლითური ქოლცენტრები, ვამხელთ მათ მფარველებს. ქვეყანა, რომელსაც მიზნად აქვს დასახული ევროკავშირში ინტეგრაცია, წარმოუდგენელია ამავდროულად იყოს ტრანსნაციონალური დანაშაულის ცენტრი. მფარველობის გარეშე ამ დანაშაულის არსებობა არის წარმოუდგენელი“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ როგორც ლაშა ტყეშელაძე ამბობს, პროკურატურამ დაიჭირა მხოლოდ დაბალი რგოლის წარმომადგენლები, რომლებიც გირაოთი გაათავისუფლეს, მფარველები კი ისევ არ არიან გამოვლენილები. „აღნიშნული დანაშაული არის უმძიმესი ტრანსნაციონალური დანაშაული. აუცილებელია, გამოვლენილი იქნან მფარველები. დღეს პროკურატურა გამოდის და ამაყობს, რომ თითქოს ვიღაცები დააკავა, თუმცა ეს ადამიანები არიან ყველაზე დაბალი რგოლი, რომელიც გამოშვებულები არიან გირაოთი და გაუფორმეს საპროცესო ხელშეკრულება. ჩვენ მოვითხოვთ და აუცილებელია დაკავებულები და გამოვლენილები იყვნენ მფარველები. ჩვენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გადავცემთ არსებულ ყველა დოკუმენტს. ქედან გამომდინარე, აუცილებელია დაკავებული და გამოვლენილი იყოს ყველა მფარველი“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)