2023-05-02 10:13:07, 1807 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი უკრაინას ერთ-ერთი სოფლის დაბომბვაში ადანაშაულებს
რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა სოფელი კურკოვიჩი დაბომბეს.
მისი თქმით, უკრაინის თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა
"დილით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სტაროდუბსკის მუნიციპალიტეტის სოფელი კურკოვიჩი დაბომბეს. არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. დაბომბვის შედეგად ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური“,- წერს ბოგომაზი.
ცნობისთვის, მანამდე 30 აპრილს, ბრაიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ რუსეთში, ბრიანსკის ოლქის სოფელი სუზემკა დაბომბა, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, გუშინ, 1-ელ მაისს რუსეთში, ბრიანსკის ოლქის რკინიგზის ლიანდაგზე აფეთქება მოხდა, რის გამოც, მატარებელი რელსებიდან გადავარდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,