2023-05-01 09:34:02, 1513 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალუჟნი - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 18 რუსული ფრთოსანი რაკეტიდან 15 ჩამოაგდეს
რუსები უკრაინას თავს დაესხნენ 9 Ту-95-ის ტიპის თვითმფრინავით, მურმანსკის ოლქიდან, ხოლო ორი Ту-160 ტიპის თვითმფრინავით კასპიის ზღვის რეგიონიდან,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი Telegram-ზე წერს.
ზალუჟნის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის საჰაერო თავდასხმის დროს, 18 რუსული ფრთოსანი რაკეტიდან 15 ჩამოაგდეს.
"დაახლოებით, 02:30 საათზე, რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინას სტრატეგიული ავიაციის ცხრა Ту-95-ის თვითმფრინავით ოლენეგორსკის ტერიტორიიდან და ორი Ту-160-ის თვითმფრინავით - კასპიის ზღვის რეგიონიდან",- წერს ზალუჟნი.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა დღეს, გამთენიისას უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,