05:29 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-27 14:44:01, 2509 ნახვა

ომი უკრაინაში
კალასი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ

ნატო შეიძლება გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, მაგრამ ალიანსში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა კიევში ვიზიტისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კალასმა აღნიშნა, ზელენსკის ყველაზე მეტად საბრძოლო მასალისა და იარაღის მიწოდების, ასევე ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები აწუხებს.

"მათ (უკრაინელებმა) შეიტანეს განაცხადი და ნატო-მ უნდა უპასუხოს ამ განცხადებას. თუ საუბარია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე, მაშინ უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, რომელიც ნამდვილად მუშაობს, არის ნატო-ში გაწევრიანება", - თქვა კალასმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესტონეთი ნატო-ს წევრ ქვეყნებს უკრაინის წევრობის მკაფიო პერსპექტივის მიწოდების აუცილებლობაში არწმუნებს, თუმცა ეს მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეიძლება მოხდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics