|
2015-01-06 20:20:56, 4817 ნახვა
პოლიტიკა
ბერუჩაშვილის მტკიცებით, საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს შექმნით, საგარეო უწყების ფუნქციების დუბლირება არ მოხდება
მთავრობის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომაზე ყველა ის საკითხი განიხილეს, რომელიც საგარეო კუთხით საქართველოსთვის პრიორიტეტულია.ძირითადად საუბარი საერთაშორისო დონეზე ვიზიტებსა და ევროინტეგრაციის დღის წესრიგს შეეხო. "პრემიერთან გაიმართა თათბირი საგარეო პოლიტკურ საკითხებზე, რომელზეც მოწვეული იყვნენ ექსპერტები, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერის თანაშემწეები, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები. საგარეო პოლიტიკა, მოგეხსენებათ, მრავალგანზომილებიანია.მას აქვს განზომილება სექტორულიც, ასევე საპარლამენტო. ჩვენი ამოცანა იყო, ძირითადად გაგვეხილა ყველა პრიორიტეტი, რაც აქტუალური იქნება 2015 წლისთვის. ვისაუბრეთ კალენდარზე, ვიზიტებზე.ჩვენ უნდა მაქსიმალურად ინტენსიურად და ეფექტურად ავამოქმედოთ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი",-განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. კითხვაზე-ხომ არ მოხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციების დუბლირება, ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ ეს არ მოხდება, რადგან უწყებათაშორისი საბჭო პირველი არაა, რომელიც საგარეო პოლიტუკურ საკითხებს განიხილავს. "საგარეო საქმეთა სამინისტორს ფუნქციების დუბლირება არ მოხდება.ჩვენ გავქვს კონკრეტული ვალდებულებები, მაგრამ საგარეო პოლიტიკა არის ის საკითხი, რომელიც არის მრავალგანზომილებიანი. ეს არ არის პირველი საბჭო, რომელიც საგარეო პოლიტიკურ საკითხებს განიხილავდა",-განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)