06:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 09:44:11, 1444 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენთვის შეუძლებელია ბახმუტზე უარის თქმა, რადგან ეს ბრძოლის ფრონტის გაფართოებას დაეხმარება

ჩვენთვის შეუძლებელია ბახმუტზე უარის თქმა, რადგან ეს ბრძოლის ფრონტის გაფართოებას დაეხმარება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდმირ ზელენსკიმ Al Arabiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, თუ რუსული ჯარები ქალაქს დაიკავებენ, ეს შეიძლება გახდეს დონეცკის ოლქის ქალაქების - კრამატორსკისა და სლავიანსკის წინააღმდეგ შეტევისთვის.

„ჩვენთვის შეუძლებელია ბახმუტზე უარის თქმა, რადგან ეს ბრძოლის ფრონტის გაფართოებას  დაეხმარება და რუსეთის ძალებს და "ვაგნერს" მისცემს შანსებს, დაიპყრონ ჩვენი მიწები. თუ რუსეთი დაიპყრობს ბახმუტს, ის წინ წავა ორ დიდ ქალაქში: კრამატორსკსა და სლავიანსკში",- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და ეს ყველასთვის ნათელია.

შეგახსენებთ, რომ ბახმუტში რუსულ კერძო სამხედრო კომპანია Wagner-ის წინააღმდეგ რამდენიმე თვეა სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics