08:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 21:36:15, 1504 ნახვა

ომი უკრაინაში
სტეფანჩუკი - საომარი მდგომარეობის დროს საპარლამენტო არჩევნების დრო არ არის

ახლა საპარლამენტო არჩევნების დრო არ არის, რადგან კანონის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს საომარი მდგომარეობის დროს, - ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, საომარი მდგომარეობის დროს ხარისხიანი და სანდო არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, ხოლო საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე ჩატარდება ის არჩევნები, რომელიც კონსტიტუციის თანახმად უკრაინაში ამა წლის ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო.

„ვფიქრობ, რომ არჩევნები საომარი მდგომარეობის დასრულებისთანავე ჩატარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი უნდა შეიცვალოს, მაგრამ, კიდევ ერთხელ, ძალიან მეეჭვება, რომ ახლა შესაძლებელი იყოს უკრაინაში მაღალი ხარისხის, კანონიერი არჩევნების ჩატარება, რომლის შედეგებს საზოგადოება ენდობა. არის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც ახლა უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ეს ნამდვილად არ არის საარჩევნო საკითხი“, - განაცხადა სტეფანჩუკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics