05:06 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 10:39:16, 572 ნახვა

პოლიტიკა
ნორლანდი: პროკურატურის პროფესიონალიზმის ზრდის მიზნით თანამშრომლობა ჩვენთვის დიდი პატივია

„ ჩვენთვის დიდი პატივია მთავარი პროკურატურის პროფესიონალიზმისა და ეფექტურობის ზრდის მიზნით ვითანამშრომლოთ“, –ამის შესახებ აშშ–ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა „რედისონში“ განაცხადა, სადაც კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე  მართლმსაჯულებისთვის“ პროკურატურისა და შსს–ს რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას  წარმოადგენს.

ნორლანდის თქმით, რეფორმის მიზანი არის ის, რომ პროკურატურა და შსს ზეწოლისგან თავისუფლები იყვნენ.

„ჩვნთვის დიდი პატივია,  გენერალური პროკურატურის პროფესიონალიზმისა და ეფექტურობის ზრდის მიზნით ვითანამშრომლოთ. ამ მიმდინარე პროცესების მიზანი გახლავთ ის, რომ ორგანო ზეწოლისგან თავისუფალი იყოს და ოპერირებდეს კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტებით. ამერიკის საელჩო მოხარულია,  აშშ–ს განვითარების სააგენტოსთან ერთად მხარი დაუჭიროს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციას, რომელთა დღევანდელი შეხვედრა მიმართულია მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისაკენ, მისი ეფექტურობისა და ქმედითი უნარის ზრდისაკენ, ასევე სამართალდამცავი ორგანოების თუ ხელისუფლების გააქტიურებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისაკენ“,– აღნიშნა ნორლანდმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics