20:32 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 17:46:32, 777 ნახვა

პოლიტიკა
ლომჯარია - მმართველი პარტია არღვევს კონსტიტუციას, რათა სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას ხელი დააფაროს

უმრავლესობა ცდილობს, ფიქრობს სრულიად მიუღებელი ხერხებით გამოიგონოს რაღაც გზები, რომ ტექნიკურად შეუშალოს ხელი ოპოზიციას ისარგებლონ მათი კონსტიტუციური უფლებით, - ასე გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მმართველი პარტიის მიერ საგამოძიებო კომისიის საკითხის ჩაგდებას.

მისი თქმით, მმართველი პარტია არღვევს კონსტიტუციას იმის გამო, რომ სასამართლოში არსებულ კორუფციულ, კლანურ მმართველობას ხელი დააფაროს.

"უმრავლესობა ცდილობს, ფიქრობს სრულიად მიუღებელი ხერხებით გამოიგონოს რაღაც გზები, რომ ტექნიკურად შეუშალოს ხელი ოპოზიციას ისარგებლონ მათი კონსტიტუციური უფლებით და სინამდვილეში ეს ყველაფერი ემსგავსება საპარლამენტო ცხოვრების ბოიკოტს. ისინი არღვევენ კონსტიტუციას იმის გამო, რომ ხელი დააფარონ სასამართლოში არსებული კორუფციულ, კლანურ მმართველობას", - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, დღეს, 19 აპრილს პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ გაიმართა. პლენარულ სხდომაზე კვორუმი არ შედგა, რადგან "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 18 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ასევე კვორუმის არ არსებობის გამო არ გაიმართა. 

მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics