|
2023-04-18 16:12:37, 1118 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე ოპოზიციას - ჯორჯ ორუელიც კი გაოცებული დარჩებოდა, როგორ მონდომებით ცვლით სიმართლეს და გსურთ გადააკეთოთ რეალობა
რადიკალური ოპოზიციის განცხადებები - პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ჯორჯ ორუელიც კი გაოცებული დარჩებოდა როგორ მონდომებით ცვლით სიმართლეს და გინდათ, რომ გადააკეთოთ ის რეალობა, რომელიც სინამდვილეში დღეს არის ქვეყანაში. ანუ ომის დაწყებაზე აქ საყვედურს გამოთქვამს ხალხი, რომელმაც თვითონ მოაწერა ხელი საქართველოს დადანაშაულებას ომის დაწყებასთან დაკავშირებით,- ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, დღეს მეხსიერებასა და სინდისზე საუბრობდა ანა ნაცვლიშვილი, რომელიც „ნაცმოძრაობას არის გადაფარებული". „თუ მეხსიერება და სინდისი მისთვის ღირებულია, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის" გვერდით ეს ადამიანი არ უნდა იდგას, როგორც მინიმუმ. ადამიანის უფლებები დაასამარეს და დღეს ჩვენ გვესაუბრებიან ადამიანის უფლებების დაცვაზე. ჯარისკაცები ომში მიატოვეს და გმირებზე გვესაუბრებიან, ახალგაზრდები აქციაზე მიატოვეს და კანონის უზენაესობაზე ჩვენ გვესაუბრებიან, ასეთ წინააღმდეგობაში არიან ჩავარდნილები",- განაცხადა თალაკვაძემ. ვიცე-სპიკერის შეფასებით, დღეს რომ „ნაცმოძრაობას" პოლიტიკური დისონანსი აქვს, ასეთი რამ არავის ახსენდება ოპოზიციის ისტორიაში. „ითხოვდნენ მთავრობის გადაყენებას - გადააყენეს საკუთარი პარტიის თავმჯდომარე, ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს და პარტიაში მოუწიათ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, სხვას აბრალებდნენ ოლიგარქობას და ახლა აღმოჩნდა, რომ პარტიის, მედიის ლობისტების ჩათვლით, ოლიგარქი კეზერაშვილი უხდის მათ ხელფასს კორუფციით და თაღლითობით ნაშოვნი ფულით. რა იქნება მორიგი საოცარი მიღწევა და რეკორდი პოლიტიკური, რაც ამ სიას დაემატება, ამას კიდევ ვნახავთ",- აღნიშნა ვიცე-სპიკერმა. მისივე განცხადებით, ოპოზიცია უტიფრად ცდილობს დაამკვიდროს ის ხაზი, თითქოს „ბიბისიმ" დაასწრო ქართველ სამართალდამცავებს და კითხვას სვამენ - სად იყო ამდენი ხანი ხელისუფლება, რატომ არ იძიებდა ამ საქმეს. „ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მინიმუმ ოთხი მაღალი დონის ბრიფინგი ჩაატარეს სამართალდამცავებმა ამ საქმეებთან დაკავშირებით. პირველ რიგში გახსნეს საქმე, რომელიც საერთაშორისო სქემის ნაწილია, საერთაშორისო საპოლიციო საგამოძიებო თანამშრომლობაში სამაგალითო მაღალი შეფასება მიიღო საქართველოს პროკურატურამ, უსაფრთხოების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმის გამოძიებისთვის. თქვენ სად იყავით, დღეს რომ გაგიკვირდათ „ბიბისის" გამოძიება?"- დასძინა თალაკვაძემ.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)