22:33 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 13:40:42, 842 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემაზე - სააკაშვილის გულაგების სისტემის მსხვერპლების დაცინვაა

ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა მიხეილ სააკაშვილის გულაგების სისტემის მსხვერპლების დაცინვა,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს გადაცემას.

მისი თქმით, „გულაგების სისტემის შემქმნელისთვის“, ადამიანის უფლებების მიმართულებაში ნებისმიერი ჯილდოს გადაცემაზე სხვა შეფასებას ვერ მისცემს.

„გულაგების სისტემის შემქმნელისთვის და ადამიანის წამებაზე და ღირსების აყრაზე დაფუძნებული სახელმწიფო მანქანის შემქმნელისთვის, ადამიანის უფლებების მიმართულებაში ნებისმიერი ჯილდოს გადაცემა, ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა მიხეილ სააკაშვილის გულაგების სისტემის მსხვერპლების დაცინვა. ამას სხვა შეფასებას, გარდა იმისა, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მსხვერპლების დაცინვა, მე ვერ მივცემ და ძალიან სამწუხაროა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს 12 აპრილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში ერთ-ერთი უმაღლეს ჯილდოს „პრომეთეს ჯილდოს” გადასცემენ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა. ჯილდო მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ჩაიბარეს.

აღნიშნულს 27 მარტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის თქმით, "ეს იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკს გადასცეს ჯილდო".

ღარიბაშვილის ეს განცხადება შეაფასა ნორვეგიის ელჩმა. ჰელენ სანდ ანდრესენმა თქვა, რომ  სააკაშვილის ტერორისტ ბრეივიკთან შედარება "უაღრესად უადგილოა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics