08:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 11:00:49, 1348 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი აცხადებს, რომ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. აღნიშნულ ინფორმაციას Deutsche Welle ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებაში გამოცდას წარმატებულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ასტრახანის ოლქში მდებარე "კაპუსტინ იარის" საცდელი ადგილიდან გაშვებულმა რაკეტამ სამიზნე ყაზახეთში მდებარე პოლიგონზე გაანადგურა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, გაშვების მიზანი "კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებისთვის პერსპექტიული საბრძოლო ტექნიკის გამოცდა" იყო.

უწყების ინფორმაციით, გამოცდამ „დაასაბუთა იმ კონსტრუქციული და ტექნიკური გადაწყვეტილებების სისწორე, რომელსაც რუსეთი მიმართავს ახალი სტრატეგიული დანიშნულების მქონე სარაკეტო კომპლექსებზე მუშაობისას“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics