22:34 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 22:36:45, 867 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - ივანიშვილის ადგილზე კენიის ციხეში მთელი დეკადის გატარების ძალიან უსიამოვნო პერსპექტივას გავისიგრძეგანებდი

ივანიშვილის ადგილზე კარგად გავისიგრძეგანებდი კენიის ციხეში მთელი დეკადის გატარების ძალიან უსიამოვნო პერსპექტივას, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეკოლოგიის კონტექსტი მსოფლიოში ამომავალი ტრენდია, აქედან გამომდინარე, ამ მხრივ დადგენილი დარღვევები, რთულად წარმოსადგენია რომ მიიჩქმალოს.

"ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს კენიისა და ბაობაბების ამბავი. ყოველგვარი ხუმრობის გარეშე. რა ინფორმაციაც ჩემთვის ხელმისაწვდომია საკანში, იმის მიხედვით ორი ძალიან მნიშვნელოვანი დანაშაულის ნიშანია: ერთი - ეკოლოგიურის, რომელიც კონვენციურია მაღალი ალბათობით და უნივერსალური იურისდიქციის. მეორე - საერთაშორისო კორუფციის, რაზეც, მაგალითად, აშშ-ს სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციები აქვს დაწესებული - ხისტი, მკაცრი, მყისიერი ეფექტის მქონე.

აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ეკოლოგიის კონტექსტი ახლა ისეთი ამომავალი ტრენდია მსოფლიოში, რომ ამ მხრივ დადგენილი დარღვევები, სულ რომ რაიმე ინტერესი აღმოჩნდეს საპირწონედ, რთულად წარმომიდგენია რომ მიიჩქმალოს. ეს მიმართულება უკიდურესად სენსიტიურია მწვავე რეაგირების თვალსაზრისით. ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, პრაქტიკულად, ვერანაირი გეოპოლიტიკური თუ სტრატეგიული ინტერესებით ვერ აბალანსებენ ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო აქტორებიც კი.

ასე რომ, ივანიშვილის ადგილზე კარგად გავისიგრძეგანებდი კენიის ციხეში მთელი დეკადის გატარების ძალიან უსიამოვნო პერსპექტივას, რომელიც, თუ არ მეჩვენება, “მოულოდნელად” აკიაფდა ჰორიზონტზე", - წერს ნიკა გვარამია. 

შეგახსენებთ, კენიის პარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის ბაობაბთან დაკავშირებულ გარიგებებზე, კორუფციისა და თაღლითობის შესაძლო ფაქტების გამო გამოძიება დაიწყო





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics