|
2023-04-06 15:08:34, 684 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა გენერალ მაზნიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
6 აპრილი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას პატივი გენერლის მშობლიურ სოფელში, კასპის რაიონის სოფელ სასირეთში მიაგო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა და ეროვნული გმირის ღვაწლი და საქართველოს წინაშე მისი დამსახურება კიდევ ერთხელ გაიხსენა. "მინისტრმა მუზეუმს საჩუქარად გენერლის პორტრეტი გადასცა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მუზეუმში დაცული ექსპონატები, გენერლის ნივთები, მის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალაც დაათვალიერეს. საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი 1871 წლის 6 აპრილს დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში დაიბადა. გენერალ მაზნიაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 26 მაისს მიენიჭა. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელი ეწოდა აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სამხედრო ლიცეუმს, რომლის მშენებლობა ამჟამად კრწანისში მიმდინარეობს", - ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)