|
2015-02-08 18:49:14, 2444 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ოთხმხრივი მოლაპარაკება მინსკში 11 თებერვალს გაიმართება
უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები უკრაინაში არსებულ ვითარებაზე მოლაპარაკებებს კიევში 11 თებერვალს გამართავენ. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს მხარეებმა ოთხმხრივი სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღეს. რაც შეეხება სატელეფონო მოლაპარაკებებს, უცხოურ მედიასთან კომენტარი გერმანიის კანცლერის პრეს-მდივანმა შტეფან ზაიბერტმა გააკეთა. მისი თქმით,სატელეფონო მოლაპარაკებებისას, ოთხი ქვეყნის ლიდერებმა უკრაინაში არსებული ვითარების დეესკალაციისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს. შეგახსენებთ, რომ დღეს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელის, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდის, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ოთხმხრივი სატელეფონო საუბარი შედგა.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)