03:47 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 19:19:41, 702 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია - უახლოეს პერიოდში, ძირითადი მოხმარების პურზე ფასების შემცირებას ველოდებით

„პრემიერმა ისაუბრა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, ასევე ინფლაციის დონის შემცირებაზე,  რაც ძალიან მნიშვნელოვანია  ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრმა ყურადღება არსებულ ფასებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში  ხორბალთან და ფქვილთან მიმართებაში ფასების შემცირების  დინამიკაა.

"რაც შეეხება სოფლის მეურნეობის ნაწილს -  აქაც გვაქვს ექსპორტის მიმართულებით მზარდი დინამიკა. ვინარჩუნებთ  და  როგორც შარშან  გვქონდა მთლიანობაში  ზრდა  ექსპორტის კუთხით, ასევე  წელსაც, პირველი სამი თვის მონაცემებით გვაქვს დადებითი ტენდეციები.

წარმოების კუთხითაც, ჩვენ უკვე ველოდებით სტატისტიკის შარშანდელ საბოლოო მონაცემებს. წინასწარი მონაცემებით კი, ჩვენ ზრდა გვაქვს როგორც წარმოების ნაწილში, პირველადი  პროდუქციის, ასევე,  გადამუშავების მხრივ და ექსპორტის ნაწილში...

ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, ფქვილზე განსაკუთრებულად; შესაბამისად,  ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია სექტორთან,  პურის მწარმოებლებთან და ველოდებით, რომ ეს შემცირება  აისახება  პურზე და  ჩვენ დახლებზე, უკვე  უახლოეს პერიოდში,  ვნახავთ კონკრეტული სახეობების,  ძირითადი მოხმარების პურზე  შემცირებულ   ფასებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics