|
2023-03-30 11:31:35, 1100 ნახვა
საზოგადოება
საქსტატი - 2022 წელს საქართველოში 6 799 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 42 319 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 897 ბიჭი და 20 422 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 7.9 პროცენტით. საქსტატის თანახმად, გასულ წელს ახალშობილთა რაოდენობამ 42 319 შეადგინა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი - 49 118 იყო, ხოლო უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 6 799 კაცით განისაზღვრა. დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა ქ. თბილისში (14 202 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (246 ბავშვი). 2021 წელთან შედარებით, ცოცხლად დაბადებულთა რიცხვი 7.9%-ით არის შემცირებული (2021 წელს დაიბადა 45 946 ბავშვი). გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 18%-ით (2021 წელს გარდაიცვალა 59 906 ადამიანი. მაშინ სიკვდილიანობის ზრდის მთავარი მიზეზი კორონავირუსის პანდემია იყო). საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.0 პროცენტით შემცირდა და 49 118 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (14 123 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (715 კაცი).
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)