16:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 08:56:45, 1653 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტი - საფრანგეთის მიერ ჰოლოდომორის გენოციდად აღიარება მნიშვნელოვანი და სიმბოლურია

მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, - ასე აფასებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პარლამენტის მიერ ჰოლოდომორის უკრაინული ხალხის გენოციდად აღიარებას.

სახელმწიფოს მეთაურმა Twitter-ზე დაწერა, რომ საფრანგეთის დიდი წვლილისთვის მადლობელია.

"საფრანგეთის პარლამენტის მიერ 1932-33 წლების ჰოლოდომორის უკრაინული ხალხის გენოციდად აღიარება მნიშვნელოვანი და სიმბოლურია. მადლობელი ვარ საფრანგეთის დიდი წვლილისთვის ტოტალიტარული რუსეთის წარსული და ამჟამინდელი დანაშაულების მხილებაში, სიმართლის, სამართლიანობის და შესაბამისად, ანგარიშვალდებულების დადგენაში. მადლობა საფრანგეთს", - წერს  ვოლოდიმირ ზელენსკი.

ჰოლოდომორი - მასობრივი შიმშილი უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკაში 1932-33 წლებში - გამოწვეული იყო მარცვლეულის შესყიდვის პოლიტიკით და გლეხებისგან საკვების ყველა მარაგის ჩამორთმევით. შიმშილის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 5 მილიონი ადამიანი. ბევრი ისტორიკოსი თანხმდება, რომ ეს იყო შიმშილი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მიზანმიმართულად იყო ორგანიზებული საბჭოთა ხელისუფლების მიერ. უკრაინის უმაღლესმა რადამ ჰოლოდომორი გენოციდად 2006 წელს აღიარა. რუსეთის ხელისუფლება მსგავს შეფასებას ეწინააღმდეგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics