|
2023-03-27 12:39:25, 1176 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ინფლაცია სამიზნესთან ივლისში, ან უფრო ადრეც იქნება
საერთაშორისო სასაქონლო ფასების მიმდინარე შემცირება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოში, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 3%-იან სამიზნეს ივლისში ან უფრო ადრე დაუბრუნდება, რაც ძირითადად იმპორტული ინფლაციის შემცირების შედეგია. მოთხოვნის კუთხით, საბაზო ეფექტის გარდა, თებერვლის ექსპორტის შედარებით სუსტი მაჩვენებლი, ფეროშენადნობებისა და სასუქების ექსპორტის ვარდნით იყო გამოწვეული. ამ ორი პროდუქტის გარეშე, ექსპორტი 6.3%-ის მაგივრად, 36.1%-ით გაიზრდებოდა. ამდენად, საგარეო მოთხოვნა ჯერჯერობით კვლავ ძლიერია. თუმცა, თუ ამ სასაქონლო კატეგორიებზე ფასები არ აღდგა, 2023 წლის ეკონომიკის ზრდაზე ფეროშენადნობებისა და სასუქების ნეგატიურმა ზეგავლენამ შესაძლოა 1%-იც კი შეადგინოს. ფასების გარდა, ცალკეული პროდუქტების, კონკრეტულად კი სპილენძის უარყოფითი კონტრიბუცია იმპორტშიც მნიშვნელოვანი იყო. ამასთან, თებერვალსა და მარტში, „თიბისის“ არხებით უნაღდო ანგარიშსწორების მაჩვენებლები კვლავ ძლიერ ადგილობრივ მოთხოვნაზე მიუთითებს. ასევე - ძირითადად უფრო დაბალი ინფლაციის ხარჯზე, თუმცა მაინც აღსანიშნავია რეალური საკრედიტო აქტივობის გარკვეული გაუმჯობესებაც. მიუხედავად იმისა, რომ „თიბისი კაპიტალის“ მოლოდინი ინფლაციის საკმაოდ მკვეთრი შემცირებაა, მომდევნო კვირას, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა შესაძლოა განაკვეთის დაწევა მაისისათვის გადადოს. „თიბისი კაპიტალის“ აზრით, ასეთ შემთხვევაში, აქცენტი იმპორტირებული პროდუქტების გარეშე ინფლაციასა და ბოლო პერიოდში საერთაშორისო მასშტაბით გაურკვევლობის ზრდაზე იქნება. გაეცანით „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციას ბმულზე.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)