17:19 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-27 08:58:36, 1580 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტი - ომის წელს შეჩერება ცივილიზებული სამყაროს ამოცანაა

მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ომის წელს შეჩერება, რუსული ბოროტებისგან უკრაინის წელს გათავისუფლება ცივილიზებული სამყაროს საერთო ამოცანაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში საინფორმაციო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, საჭიროა, მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს ყველამ, ვისაც ინფორმაციული გავლენაა გაქვს.

"არასწორია, უსამართლოა, როცა ფრონტიდან მოსულ ჩვენს ჯარისკაცებს აქვთ განცდა, რომ ბევრისთვის უკანა მხარეს ომი უკვე დასრულდა. მათთვის, ვინც შორს არ არის დონეცკიდან ან ნიკოპოლიდან, სალტივკადან, სუმის ოლქის საზღვრისპირა რაიონები, ზაპორიჟიედან... და ვინც გონებრივად შორს არის სანგრებისგან, უკრაინელების ყოველდღიური ტკივილისგან.

ახლა, ისევე როგორც ერთი წლის წინ, ომისგან გონებრივად შორს ყოფნა არ შეიძლება, თუმცა ჩვენი ჯარისკაცების წყალობით, გეოგრაფიულად ბევრისგან შორს, ნამდვილი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ახლა, ისევე როგორც ერთი წლის წინ, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი უკრაინელი დაეხმაროს სახელმწიფოს დაცვას, დაეხმაროს მსოფლიო მხარდაჭერის დაგროვებას ჩვენი გამარჯვებისთვის.

ეს ეხება არა მხოლოდ ჟურნალისტებს. ეს ეხება ყველას, ვისაც შეუძლია აგრესიის შესახებ სიმართლის გავრცელება. ვისაც შეუძლია შეახსენოს მსოფლიოს უკრაინელების შესახებ, იმის შესახებ, რომ უკრაინა იბრძვის თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ყველა ერისთვის, რომელსაც რუსული ტირანია ემუქრება.

მსოფლიომ ისევე ინტენსიურად უნდა გაიგოს, როგორც გასულ წელს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გრძელდება. მან უნდა გაიგოს, რომ ომის დასრულება უკვე წელს, უკრაინის რუსული ბოროტებისგან წელს განთავისუფლება ცივილიზებული სამყაროს ერთობლივი ამოცანაა", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics