|
2023-03-24 13:04:57, 1792 ნახვა
კომენტარი
ბრეგაძე - საქართველოში არსებობს სამართლებრივი წესრიგი, ეს არის სუვერენული სახელმწიფო და არა „ნაციონალური მოძრაობის" ორღობე
საქართველოში არსებობს სამართლებრივი წესრიგი, ეს არის სუვერენული სახელმწიფო და არა „ნაციონალური მოძრაობის" ორღობე,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სააკაშვილის თემაზე საუბრისას ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მთელი რიგი მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სააკაშვილს არ აძლევენ მკურნალობის უფლებას, რაც ძალიან დიდი ტყუილია. „ისინი ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ ელემენტარულ მოთხოვნებს; წარმოადგინონ ექიმთა სია, რომლებსაც ექნებათ საქართველოში საექიმო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია და ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი მსჯელობა. ბუნებრივია, შეიძლება ადამიანები შევიდნენ შეცდომაში, როდესაც მიზანმიმართულად მთელი რიგი მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მას არ აძლევენ მკურნალობის უფლებას. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. დღემდე ჩვენ არ გვაქვს ამ ექიმების სია და, შესაბამისად, ამ საკითხზე ვერც ვიმსჯელებთ. სხვა რა არის ამ კამპანიის მიზანი, თუ არა ის, რომ, უბრალოდ, არსებობდეს ილუზორულ წარმოსახვაში ექიმების შეშვების მოთხოვნა, მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებდე. ეს არის სიმართლე ამ საკითხის შესახებ", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)