|
2023-03-14 16:58:20, 716 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისთვის საგრანტო პროექტი მიმდინარეობს
პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისთვის საგრანტო პროექტი მიმდინარეობს. პროექტის სახელწოდებაა „ზიანის შემცირების მიდგომების ინტეგრაციის ხელშეწყობა პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის პროგრამაში". იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პროექტი ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელსა" და პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სამედიცინო დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობის დანერგვასა და განვითარებას. გაიზრდება პენიტენციურ დაწესებულებებში ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა და პრობაციას დაქვემდებარებულ პირთა ინფორმირებულობა ზიანის შემცირების სერვისებში ინტეგრაციის, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებზე დროული დიაგნოსტირების და მკურნალობის სერვისებში ჩართვის კუთხით. აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა: ნარკოტიკების მოხმარების და მასთან ასოცირებული დაავადებების პროფილაქტიკა/თავიდან აცილება, მკურნალობა-რეაბილიტაცია, ნარკოტიკების ინიექციურ მოხმარებასთან ასოცირებული სხვა დაავადებისა და ზედოზირების გავრცელების შემცირება/თავიდან აცილება; ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით ცოდნის ამაღლება. იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)