|
2015-02-08 15:10:37, 1281 ნახვა
სამართალი
პროკურატურაში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთზე არ საუბრობენ
მთავარ პროკურატურაში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ. როგორც მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დამკვეთთან დაკავშირებით ვერსიები არსებობს, თუმცა ვინაობის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ გახდება. „გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე დაკავებულია მხოლოდ შემსრულებელი, ანუ პიროვნება, რომელმაც ხელყუმბარა დადო და რომლის აფეთების შედეგადაც იური ვაზაგაშვილი დაიღუპა. შესაბამისად, ამ ეტაპზე მე დამკვეთებზე ვერ ვისაუბრებ. არსებობს ვერსიები, რომლებზეც საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ. რა თქმა უნდა შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში ჩვენ ამის შესახებ საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ“, – აღნიშნა შოთაძემ. რაც შეეხება იური ვაზაგაშვილის მვკლელობას, შოთაძის თქმით, ერთ–ერთი ვერსიით ის ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას უკავშირდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)