17:50 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-09 13:54:11, 936 ნახვა

პოლიტიკა
EPP - მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს განაგრძონ ხალხის მოსმენა და მოუფრთხილდნენ საკუთარი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებს

მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს განაგრძონ ხალხის მოსმენა და მოუფრთხილდნენ საკუთარი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებს,- ასე ეხმაურება ევროპის სახალხო პარტიის (EPP) საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ქართველი ხალხის ხმა, რომელთაც თავიანთი ქვეყნის ევროპული მომავლის სწამთ ძლიერი და მკაფიოა

"ქართველი ხალხის ხმა, რომელთაც თავიანთი ქვეყნის ევროპული მომავლის სწამთ ძლიერი და მკაფიოა. ხელისუფლებამ გაიწვია კანონი უცხოელი აგენტების შესახებ. მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს განაგრძონ ხალხის მოსმენა და მოუფრთხილდნენ საკუთარი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებს",- ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 8 მარტს მიიღეს. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 13 წავიდა.

ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.

კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".

კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ორივე საკომიტეტო მოსმენა აქციების ფონზე მიმდინარეობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics