17:50 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-09 06:38:52, 929 ნახვა

პოლიტიკა
აქცია გრძელდება, მომიტინგეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს

ამ წუთებში აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებიან, სადაც მათ პოლიცია თსუ-სკენ მსვლელობის დროს წამოეწია. მშვიდობიანი მოქალაქეები სკანდირებენ: "საქართველო", "არა რუსულ კანონს" და პოლიციის წინ ხელებაწეულები დგანან.

მანამდე აქციის მონაწილეები მეტრო "რუსთაველთან" იყვნენ. მათ ადგილზე ნაგვის ურნებისგან ბარიკადები აღმართეს. ადგილზე იწვის ნაგვის ურნები და სხვადასხვა ნივთი. აქციის მონაწილეების ნაწილი კი კოსტავას ქუჩაზე გადავიდა.

პარალელურად, მიმდინარეობს მოქალაქეების დაკავება.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კი თითქმის მთლიანად სამართალდამცველებს აქვთ დაკავებული.  

რუსთაველის გამზირზე რობოკოპებმა და სპეცდანიშნულების რაზმებმა აქციის მონაწილეები საბოლოოდ დაშალეს. მომიტინგეთა დევნის ოპერაცია სასტუმრო "თბილისი მერიოტიდან" დაიწყო, გზად პოლიციელებმა დაიწყეს მოქალაქეების დაკავება, მათ შორის ძალადობრივი მეთოდებით დაკავების ფაქტებიც იყო.

"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, აქციის მონაილეთა დაკავება ასევე მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის პარალერულ ქუჩებზეც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics