17:50 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-09 01:16:35, 721 ნახვა

პოლიტიკა
პრაისი - კანონთან დაკავშირებით ქართველი ხალხის შეშფოთება სრულად სამართლიანია

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი  აცხადებს რომ, საქართველოს მოქალაქეების შეშფოთება აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით სრულად სამართლიანია. - 

"მხარს ვჭერთ ქართველ ხალხს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ვიმედოვნებთ,  რომ საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს ქართველი ხალხის სურვილს, ამერიკა ყოველთვის მხარს უჭერს ხალხის მოთხოვნასა და გადაწყვეტილებებს, გამოხატონ თავიანთი უფლებები. ხალხს უფლება აქვს მშვიდობიანი პროტესტის ჩატარების და აზრის თავისუფალი გამოთქმის. ახალ კანონპროექტზე როგორც ჩვენ ასევე საქართველოს სხვა პარტნიორებმა ჩვენი აზრი უკვე დავაფიქსირეთ, ეს ის პარტნიორები არიან, რომლებიც საქართველოს, როგორც ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში ეხმარებიან. მიმდინარე პროცესებზე ბევრი ქვეყანა მწუხარებას გამოთქვამს, ჩვენი შეხედულებებით ადამიანების შეშფოთება კანონთან დაკავშირებით სრულად სამართლიანია", - თქვა ნედ პრაისმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics