20:00 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-07 22:25:37, 891 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - პარლამენტთან არის გულწრფელი პროტესტიც, თუმცა რადიკალური ოპოზიცია შეეცდება, ამ პროტესტიდან სარგებელი ნახოს

პარლამენტთან არის გულწრფელი პროტესტიც, თუმცა არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებიც ცდილობენ და აუცილებლად შეეცდებიან, ამ გულწრფელი პროტესტიდან სარგებელი ნახონ, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას.

კობახიძემ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"მინდა, ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ მიმდინარეობს დემონსტრაცია პარლამენტის შენობასთან. იქ არის, რა თქმა უნდა, გულწრფელი პროტესტიც, თუმცა ასევე არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ და აუცილებლად შეეცდებიან, სარგებელი ნახონ ამ გულწრფელი პროტესტიდან, რომელიც არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში.

ასევე ვიტყვი, რომ დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევები სამართალდამცველთა მიმართ. არის სერიოზული ფიზიკური დაზიანებები. ყველა შემთხვევა კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი", - განაცხადა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აქციაზე, სადაც სამართალდამცველებმა  მოქალაქეების დაშლა წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით უკვე რამდენჯერმე სცადეს, მხოლოდ პროპორციული ძალა იქნება გამოყენებული. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics