21:31 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 19:15:57, 783 ნახვა

საზოგადოება
„ძირს რუსული მთავრობა!“ - საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. 

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ძირს რუსული მთავრობა!", „არა რუსულ კანონს". 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, აქციები და პროტესტი უწყვეტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. არასამთავრობო სექტორმა და მედიის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში აქცია გამართეს და სხდომაზე "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებით შეაცილეს. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics