|
2015-02-08 13:07:51, 2572 ნახვა
მსოფლიო
ფედერიკა მოგერინი:უკრაინის კრიზისის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია
„უკრაინის კრიზისის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია, ამიტომ ყველა ძალისხმევა პოლიტიკურ მოლაპარაკებებზეა მიმართული“,- ამის შესახებ ევროკომისარმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც დაწყებულია რუსეთთან. „ევროკავშირი მხარს უჭერს ახალი მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც დაწყებულია რუსეთთან და უახლოეს საათში გაგრძელდება. უნდა აღვნიშნოთ რომ ევროკავშირი ერთიანი რჩება რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის საკითხში, ჩვენ ასევე ერთიანები ვართ დიპლომატიური ძალისხმევაში და მცდელობაში იმისთვის, რომ კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ევროკავშირშიც და ნატო-შიც ყველამ კარგად ვიცით, რომ უკრაინის კრიზისის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია, ამიტომ ყველა ძალისხმევა ახლა მიმართულია პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე და ჩვენ გვჭირდება, რომ ამან იმუშაოს“,-განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ. შეგახსენებთ, რომ გუშინ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეები, 5 საათის განმავლობაში უკრაინაში არსებულ ვითარეაბას განიხილავდნენ, თუმცა გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა მოსკოვი კომენტარის გარეშე დატოვეს. ასევე, დღეს მერკელი, ორლანდი, პუტინისა და პოროშენკოს შორის სატეეფონო მილაპარაკებაა დაგეგმილი. მოლაპარაკებაზე მხარეები მინსკის შეთანხმების შესრულების გზებზე უნდა შეჯერდნენ.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)