|
2023-03-02 12:13:39, 836 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, წიგნების თაროს სტუდენტური სეზონი იწყება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები
"წიგნების თარო" მეათე საიუბილეო სტუდენტური სეზონით ბრუნდება. პროექტის მხარდამჭერი "საქართველოს ბანკის" სტუდენტური ბარათია, რომელიც წიგნების თაროსთან ერთად ქმნის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას განათლებისთვის, განვითარებისთვის, აღმოჩენებისთვის. რაც ყველაზე მთავარია, პროექტის გამარჯვებულები კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან სასწავლებლად. სტუდენტურ სეზონზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და აპლიკაციების მიღების პროცესი 12 მარტს დასრულდება. "წიგნების თაროს" პროექტში მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. ამისათვის საჭიროა, ახალგაზრდებმა დააკომპლექტონ გუნდები და გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ ახერხებს გუნდელების პოვნას, მას შეუძლია ვებგვერდის მეშვეობით იპოვოს თანაგუნდელები. პროექტის ფარგლებში, ლიტერატურითა და შემეცნებითი სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა, შეეჯიბრონ სხვა უნივერსიტეტების გუნდებს ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროდან კითხვების გამოცნობაში, გაიმარჯვონ და გაემგზავრონ კემბრიჯში სასწავლებლად. პროექტის ფარგლებში კემბრიჯს უკვე 19 სტუდენტი ეწვია. “საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და შექმნას ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, რაც დაეხმარება მათ, მიიღონ უფრო მეტი ცოდნა, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და შექმნან უკეთესი მომავალი. "წიგნების თაროსთან" ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის ფარგლებში, ვფიქრობ, შევძელით, ერთი მხრივ, აღმოგვეჩინა გამორჩეული ახალგაზრდები, მეორე მხრივ კი შეგვექმნა მათთვის წინსვლის, მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვისა და არგაჩერების შესაძლებლობები“, - აღნიშნავენ "საქართველოს ბანკში". "საქართველოს ბანკის" სტუდენტური ბარათი 2020 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს წიგნების თაროს. პარტნიორობის ფარგლებში კი 223-მა სტუდენტმა მიიღო სატელევიზიო პროექტში მონაწილეობა. "საქართველოს ბანკისა" და "წიგნების თაროს" თანამშრომლობა კვლავ გრძელდება და მომავალში ახალგაზრდებს ახალი შესაძლებლობების შექმნას ჰპირდება.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)