|
2023-02-28 16:26:41, 566 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გადასცა. მან კაპრალ-სპეციალისტ თეიმურაზ ფეიქრიშვილს, უმცროს სერჟანტ ზურაბ შეყილაძეს, უფროს სერჟანტ ბექა ბერიკაშვილს, ლეიტენანტ ზურაბ სოფრომაძეს და კაპიტან შოთა ქვრივიშვილს მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა. თავდცვის უწყების ცნობით, საუკეთესო სამხედროების შერჩევა კვარტალში ერთხელ სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ხორციელდება. პროექტის მიზანს სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)