|
2023-02-27 12:16:36, 744 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატი - სააკაშვილს კიდურების გაუსაძლისი ტკივილები აქვს, ლოგინიდან ვეღარ დგება, საუბარიც უჭირს
ერთი კვირაა, მიხეილ სააკაშვილს კიდურების გაუსაძლისი ტკივილები აქვს კიდურების, ლოგინიდან ვეღარ დგება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ილია ლომიამ კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს საუბარიც უჭირს და საწოლში მოძრაობის უნარიც აღარ აქვს. "ერთი კვირაა, მიხეილ სააკაშვილს კიდურების გაუსაძლისი ტკივილები აქვს, ლოგინიდან ვეღარ დგება და ტკივილგამაყუჩებლებს უკეთებენ. საუბარიც უჭირს, არ უნდა საუბარი, უხასიათოდაა, მივარდნილი და უმწეო მდგომარეობაშია. სიმართლე გითხრათ, მე ის ასეთ მდგომარეობაში არასოდეს მინახავს. ის სატელევიზიო გადაცემებს ადევნებდა თვალს, საუბრობდა, ახლა კი საუბრის სურვილიც არ აქვს, ფაქტობრივად არაფერზე საუბრობს და უბრალოდ ჩვენი შეხვედრა იმით შემოიფარგლება, რომ გამარჯობას ვეუბნებით და რამდენიმე წუთის შემდეგ მის პალატას ვტოვებთ. ერთი კვირაა, უკვე ასეთ მდგომარეობაში არის, გადატრიალების უნარიც აღარ აქვს, რომ საწოლიდან გადმოტრიალდეს. მხოლოდ ერთ მხარეს არის",- განაცხადა ექსპრეზიდენტის ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)