04:02 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 09:06:54, 1531 ნახვა

ომი უკრაინაში
ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - ზელენსკიმ სამ განკარგულებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სამ განკარგულებას, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მოიცავს.

როგორც უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ტერორისტულ სახელმწიფოს წინააღმდეგ უკრაინისა და მსოფლიოს ზეწოლა გაგრძელდება.

„დღეს არის ჩვენი სახელმწიფოს ახალი გადაწყვეტილებები სანქციების შესახებ, მათ წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობს ან ეხმარება რუსეთს ომის წარმოებაში და სიცოცხლისა და ადამიანების განადგურებაში. იმ რუსების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინელი ბავშვების გატაცებაში. რუსეთის სპორტის სექტორის წარმომადგენლების წინააღმდეგ და მათ წინააღმდეგ, ვინც ეხმარება რუსეთში დაქირავებული სტრუქტურების შენარჩუნებას უკრაინისა და ყველა თავისუფალი ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის წლისთავზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა სანქციები აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ. სანქციების სიაში შედის 22 ფიზიკური და 83 იურიდიული პირი რუსეთის ფედერაციიდან.

გარდა ამისა, 24 თებერვალს ევროკავშირმა დაამტკიცა ანტირუსული სანქციების მე-10 პაკეტი. სამი დიდი ბანკი - Tinkoff, Alfa-Bank და Rosbank - მოხვდა შავ სიაში. სანქციები ასევე ეხება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ასოცირდება "ვაგნერის ჯგუფთან" , რუს პროპაგანდისტებთან და ა.შ.

პარასკევს საღამოს G7-ის ქვეყნების (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, საფრანგეთი, იტალია და იაპონია) ლიდერებმა და ევროკავშირის ხელმძღვანელობამ ასევე  განაცხადეს, რა იქნება მათი შემდეგი ნაბიჯები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics