01:46 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-24 19:23:10, 856 ნახვა

საზოგადოება
„ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ - პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის აქცია დაიწყო

„ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“  - საქართველოს პარლამენტთან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სოლიდარობის აქცია დაიწყო. 

ადგილზე შეკრებილი არიან საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. 

აქციას მეტროსადგურ "რუსთაველიდან" მსვლელობით შეუერთდნენ თბილისში მცხოვრები უკრაინელები.

აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია მოძრაობა. 

ერთი წლის წინ - 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვმა მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო და უკრაინაში შეჭრას „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა.  

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ. თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს და სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს, ანადგურებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics