03:00 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-24 15:55:29, 922 ნახვა

საზოგადოება
სამხედრო მოსამსახურეები საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში იმყოფებოდნენ

ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პირად შემადგენლობას საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში უმასპინძლეს და სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის ოკუპაციის ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტები გააცნეს.

"თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპაციის (1921წ.), საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი და ანტი-საოკუპაციო მოძრაობის 70-წლიანი ისტორიის ამსახველი ექსპონატები დაათვალიერეს. 

სამხედროების მუზეუმში ვიზიტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ეროვნულ მუზეუმსა და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. სამხედრო მოსამსახურეების ეროვნულ მუზეუმში სტუმრობას შემეცნებითი ხასიათი აქვს და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ისახავს მიზნად", - ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics