|
2023-02-24 14:47:24, 805 ნახვა
საზოგადოება
Royal Jordanian-ი საქართველოს ბაზრით ინტერესდება
მაროკოს ქალაქ ტანჟერში საავიაციო ფორუმ CONNECT 2023 დასასრულს უახლოვდება. ფორუმის მესამე დღეს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შეხვედრა გამართა იორდანიის სამეფო ავიახაზებთან (Royal Jordanian). იორდანიიდან საქართველოში აქამდე, ჩარტერული ფრენები სრულდებოდა. შეხვედრაზე ავიაკომპანიამ ინტერესი გამოხატა რეგულარული პირდაპირი რეისების დაწყებით. "ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. იორდანიაში საქართველოს მეტი ცნობადობის გაზრდის შემთხვევაში, მგზავრთნაკადი და ტურისტული ნაკადები ამ ქვეყნიდან გაცილებით მეტი იქნება. ამ ეტაპზე, მათი რიცხვი 20 ათას აღწევს, რაც არ არის ცოტა მაჩვენებელი იორდანიისთვის. ტურისტული კამპანიების გააქტიურების შემდეგ, ველოდებით ტურისტული ნაკადების ზრდას", - ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამდღიანი საავიაციო ფორუმის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შეხვედრები ავიაკომპანიებთან და აეროპორტებთან 25-მდე შეხვედრა გამართა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)