|
2023-02-23 15:40:06, 845 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების მიზნით AIR SERBIA-ს შეხვდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე მაროკოში, საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. ფორუმის მეორე დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყების მიზნით შეხვედრა გაიმართა AIR SERBIA-თან. ,,სერბეთი ჩვენი ერთ-ერთ საინტერესო მიმართულებაა. ვხედავთ რომ, სერბი ტურისტების რაოდენობა საქართველოში ეტაპობრივად იზრდება. 2022 წელს 2019 წელთან შედარებით 82%-ით აღდგა და 2021 წელთან შედარებით 87%-ით იმატა. რაც შეეხება სერბეთიდან მგზავრთნაკადს, 2022 წელს 2019 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა და 2021 წელთან შედარებით 107%-იანი მატება გვაქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს დედაქალაქებს შორის იყოს პირდაპირი საჰაერო კავშირი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის, ასევე მეტი ტურისტული ნაკადებისთვის, რისთვისაც ძალისხმევას არ ვაკლებთ,-‘’აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე. ქალაქ ტანჟერში მიმდინარე საავიაციო ფორუმის მეორე დღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა შეხვედრები გამართა PEGASUS AIRLINES-თან, TURKISH AIRLINES-თან, SAUDIA-ს და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)