|
2023-02-23 13:56:08, 894 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - პარაზიტობაა, როდესაც აქ აქციას აანონსებ და უკრაინაში მიდიხარ
პარაზიტობაა, როდესაც აქ აანონსებ აქციას და უკრაინაში მიდიხარ, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლისთავთან დაკავშირებით თბილისში დაანონსებულ აქციასა და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ნაწილის კიევში ვიზიტს. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ეს აჩვენებს, რამდენად სერიოზულად უყურებს ოპოზიცია ქართველ ხალხს". "რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, რამდენადაც ვხვდები, ამ აქციის ორგანიზატორები საქართველოში არ არიან, მათ შორის რამდენიმე დეპუტატი ვიცი, რომ მივლინებაში გაემგზავრა. ეს თავისთავად აჩვენებს, რამდენად სერიოზულად უყურებენ ისინი ქართველ ხალხს, რომელსაც მოუწოდებენ აქციაზე მისვლისკენ და თავად ორგანიზატორები არ არიან საქართველოში... რაც შეეხება უკრაინაში წასვლას - დღეს ბევრია მათ შორის, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში, რომელიც პარაზიტობს უკრაინაზე და უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე. სწორედ ეს არის პარაზიტობა, როდესაც ცდილობ, ეს ომი გამოიყენო საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, როდესაც აქ აანონსებ აქციას და მიდიხარ უკრაინასა და კიევში იმისთვის, რომ იქ თავი გამოიჩინო, პირდაპირი ჩართვები განახორციელო და პირდაპირ იპარაზიტო უკრაინის ომის თემაზე, სწორედ იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც აქ აქციას აანონსებენ და იქ მიდიან, ეს არის პარაზიტობა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, ხვალ, 24 თებერვალს უკრაინა-რუსეთის ომის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი. აქციის გამართვის შესახებ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ჯერ კიდევ 23 იანვარს განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, მათ შორის "ლელოს" წარმომადგენლები და "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია უკრაინაში უკვე გაემგზავრნენ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი, კიევში 24 თებერვალს ჩავლენ. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", საპარლამენტო დელეგაციამ, უკრაინის რადას ოფიციალურ მიწვევაზე, რომ ომის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინას სწვეოდა, უარი განაცხადა.
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)