02:59 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 11:36:39, 640 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო - რატი ბრეგაძემ თანამშრომლებთან შეხვედრისას სისტემაში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მოადგილე ერეკლე ღვინიანიძესთან ერთად იმერეთის რეგიონის თანამშრომლებს შეხვდა, სადაც მიმდინარე გამოწვევებსა და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა თანამშრომლების საჭიროებები პირადად მოისმინა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები უწყების მიერ მიღწეული შედეგების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

„მინისტრის თქმით, თანამშრომლების მხრიდან წინა შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები გათვალისწინებულია, გამოწვევები კი, გადაჭრილი. კერძოდ, განახლებულია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გათანაბრებულია რეგიონსა და ქალაქში მომუშავე თანამშრომლების ხელფასები.

არსებული სერვისების მუდმივად დახვეწა და რეგიონებში სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა იუსტიციის სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ამ მიზნით ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას და იუსტიციის სახლების მშენებლობას უწყება 2023 წელსაც ინტენსიურად ახორციელებს.

შეხვედრას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის, საჯარო რეესტრის, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics