05:35 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 21:25:44, 1435 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პეკინი უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებაში კონსტრუქციულ როლს ითამაშებს

პეკინი კონსტრუქციულ როლს ითამაშებს უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებაში, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინური მხარე, ისევე როგორც ყოველთვის, მტკიცედ დაიცავს ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას.

„ჩინური მხარე, ისევე როგორც წარსულში, მტკიცედ დაიცავს ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას და ითამაშებს კონსტრუქციულ როლს კრიზისის პოლიტიკურ დარეგულირებაში“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში.

ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პუტინს განუცხადა, რომ პეკინი მზად არის, იმუშაოს რუსეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics