05:35 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 16:31:40, 2601 ნახვა

ომი უკრაინაში
გაერო - უკრაინაში ომს 8 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა

უკრაინაში, რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 8 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა, 13 000-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ნათქვამია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ახალ ანგარიშში.

გაერო-ს განახლებული მონაცემების მიხედვით, დაღუპულია სულ მცირე 487 და დაშავებულია 954 ბავშვი.

მათივე ცნობით, გარდაცვალება და დაშავება ძირითადად მძიმე არტილერიამ, სარაკეტო და საჰაერო იერიშებმა გამოიწვია.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მსხვერპლთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია. ზუსტი მონაცემების მოპოვება შეუძლებელია, რადგან არ არის წვდომა იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ან რუსი ოკუპანტები იმყოფებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics