07:40 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 16:10:42, 599 ნახვა

პოლიტიკა
ლუკაშენკო სააკაშვილის ვითარებაზე - რაღაც არ ჩანს საკადრისად იმ თვალსაზრისით, რომ პრეზიდენტი იყო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, თვალს ადევნებს.

როგორც ლუკაშენკომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას თქვა, ის, რაც სააკაშვილის გარშემო ხდება, "რაღაც არ ჩანს ძალიან საკადრისად".

„რაღაც არ ჩანს ძალიან საკადრისად იმ თვალსაზრისით, რომ ბოლოს და ბოლოს ის პრეზიდენტი იყო. ამიტომ, იმ დონემდე დაშვება, როგორც ეს ახლაა, უბრალოდ არასაკადრისია. რატომ ვამბობ ამას: ჩვენ ხომ არ შეგვიფასებია, არ ჩავრეულვართ ამ და სხვა სიტუაციებში. ჩვენ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ძალიან კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებდით და ვინარჩუნებთ თბილისთან. რატომ რეაგირებენ ასე მწვავედ? [ჩვენს შეხვედრაზე] ვფიქრობ, დამეხმარებით ამ შეკითხვაზე პასუხის პოვნაში", - მიმართა ლუკაშენკომ ბჟანიას.

ცნობისთვის, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელარუსში იმყოფება. ბჟანია მინსკში გამგზავრებამდე შეხვედრებს, მოსკოვში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მართავდა. ე.წ. პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციას 14 თებერვალს ესტუმრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics