07:41 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 13:46:26, 686 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - არ არის საინტერესო არც ზახაროვას და არც იმ ე.წ. მეგობრების განცხადებები სააკაშვილზე, რომლებიც შანტაჟის ენით გვესაუბრებიან

„საერთოდ არ არის საინტერესო არც ზახაროვას განცხადება კრიმინალ სააკაშვილთან მიმართებაში და არც იმ ე.წ. მეგობრების განცხადებები, რომლებიც შანტაჟით და თითის ქნევით გველაპარაკებიან საქართველოს ხელისუფლებას“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის დასმულ კითხვას, რომელიც მარია ზახაროვას მიერ  მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებული განცხადების შეფასებას ეხებოდა. 

თბილისის მერის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, განურჩევლად სტატუსისა. 

„ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას, ვიცავთ კანონებს, პატივს ვცემთ ჩვენს სამშობლოს, პატივს ვცემთ მოსახლეობას და, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე არ აქვს მნიშვნელობა, შენ ხარ პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ჩვენ ყველა ვართ თანასწორუფლებიანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics