2023-02-20 23:15:13, 1678 ნახვა
ომი უკრაინაში
ბერბოკი - მკაფიოდ განვაცხადე, რომ უშიშროების საბჭოში მყოფმა ჩინეთმა რუსეთს იარაღი არ უნდა მიაწოდოს
მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ ჩინეთი, როგორც უშიშროების საბჭოს წევრი, პასუხისმგებელია გლობალურ მშვიდობაზე იმ სიტუაციაში, რომელსაც ამჟამად განვიცდით რუსეთის აგრესიული ომის დროს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთმა რუსეთს არანაირი ტიპის იარაღი არ უნდა მიაწოდოს, მათ შორის ორმაგი დანიშნულების საქონელი, რადგან ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნება.
„მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ ჩინეთი, როგორც უშიშროების საბჭოს წევრი, პასუხისმგებელია გლობალურ მშვიდობაზე იმ სიტუაციაში, რომელსაც ამჟამად განვიცდით რუსეთის აგრესიული ომის დროს, რაც ასევე საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩინეთმა არ უნდა მიაწოდოს რუსეთს რაიმე იარაღი, მათ შორის ორმაგი დანიშნულების საქონელი“, - განაცხადა ბერბოკმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,