|
2023-02-15 23:42:28, 1452 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - მერაბიშვილის მშობლიურ ადიგენში 2 კაცი მივიდა და აქცია ვერ შედგა, რა რესურსი აქვს მერაბიშვილს, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ
მერაბიშვილზე ერთ რამეს გეტყვით, რომ 20 კაციან აქციებს ატარებენ, ზოგან 10 კაცი ჰყავთ, ზოგან 20 კაცი, ზოგან 25, მეტს ვერ გასცდნენ და გუშინ ხაბეიშვილი ამბობდა, რომ არც გვითქვამსო ჩვენ აქციები მასშტაბური უნდა ყოფილიყოო, სასაცილოა რა თქმა უნდა. მერაბიშვილის მშობლიურ ადიგენში 2 კაცი მივიდა და აქცია ვერ შედგა. ახლა რა რესურსი აქვს მერაბიშვილს, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტების პროცესი საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა არსებობს გარე პატრონები, რომლებიც მათ ხელოვნურ სუნთქვაზე აჩერებენ. „რაც მეტი ვანო მერაბიშვილი იქნება „ნაცმოძრაობის“ წინა ფლანგზე, მით უკეთესი. მერაბიშვილი, ხაბეიშვილი, ეს ოდიოზური, გაცვეთილი და აბსოლუტურად ყველაფრისგან დაცლილი ფიგურები რაც მეტი იქნებიან, მით უკეთესია ქართული პოლიტიკისთვის იმიტომ, რომ ეს კიდევ უფრო დააჩქარებს „ნაცმოძრაობის“ დასუსტების პროცესს, რაც სწრაფი ტემპით ისედაც მიმდინარეობს. რეალურად, ეს არის უკიდურესად დასუსტებული პოლიტიკური ძალა და გარე პატრონები მათ ამყოფებენ ხელოვნურ სუნთქვაზე. გლობალური ომის პარტია, ვისზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, „ნაცმოძრაობას“ ამყოფებს ხელოვნურ სუნთქვაზე. მეტი არაფერი არ შეიძლება დაერქვას ამ ყველაფერს. განულებულია აბსოლუტურად. ხაბეიშვილი რომ გყავს თავმჯდომარე რაზეა საერთოდ საუბარი. მაგრამ არიან გარე პატრონები, რომლებიც მათ ხელოვნურ სუნთქვაზე აჩერებენ ჯერ ჯერობით და ვნახოთ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)