15:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-15 20:47:48, 994 ნახვა

მსოფლიო
ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტ ნაზარბაევს ერის ლიდერის წოდება ჩამოართვეს

ყაზახეთის ექსპრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა დაკარგა „ელბაზის“ („ერის ლიდერი“) ტიტული, რომელსაც 2010 წლიდან ატარებდა და ახლა მას ასევე არ აქვს უფლება ინიციატივებით მიმართოს ხალხს, სახელმწიფო ორგანოებსა და ოფიციალურ პირებს.  შესაბამის კანონს ხელი ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მოაწერა.

ასევე, დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ნაზარბაევის დაკავება, ჩხრეკა და დაკითხვა არ შეიძლებოდა, ვადა გაუვიდა. ნაზარბაევი ექვემდებარება კონსტიტუციით და კანონით „პრეზიდენტის შესახებ“ დადგენილ ზოგად გარანტიებს ქვეყნის ყველა ყოფილი ლიდერისთვის.

იანვარში ყაზახეთის პარლამენტმა კანონი „ელბასის შესახებ“ ძალადაკარგულად გამოაცხადა, შემდეგ კი საპატიო სენატორის ტიტულიც, რომელიც ნაზარბაევს 2019 წლიდან ჰქონდა, გაუქმდა. 2022 წელს ყაზახეთმა მიიღო ცვლილებები, რომლებმაც გააუქმეს ნაზარბაევთან ძირითადი პოლიტიკის მიმართულებების კოორდინაციის აუცილებლობა და გააუქმეს ნაზარბაევის უვადო თავმჯდომარეობა სახალხო კრებასა და უშიშროების საბჭოში. რამდენიმე თვის შემდეგ გაირკვა, რომ ხელისუფლებამ ყაზახეთის ხაზინას თითქმის 500 მილიონი დოლარი დაუბრუნა ნაზარბაევის ნათესავებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების დროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics