10:55 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-11 10:35:49, 1268 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა

"ხელოვანი იუსტიციელები" - ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელზეც  ხელნაკეთი ნივთები, თექასა და ტილოზე შესრულებული ნახატებია წარმოდგენილი. ღონისძიებიდან შემოსული თანხის ნაწილი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს მოხმარდება.  მათ საჭირო ნივთები და პროდუქტები გადაეცემათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტროს ხელოვან თანამშრომელთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გასულ წელსაც გაიმართა და  უკვე ტრადიციად იქცა. ღონისძიებაში სამინისტროს სისტემაში მომუშავე 50-ზე მეტი პირი მონაწილეობს. გამოფენა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ  მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა. 

მათივე ცნობით, საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცე დამთვალიერებლებს 12 თებერვლის ჩათვლით 11:00-დან 19:00 საათამდე უმასპინძლებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics