|
2023-02-09 13:42:02, 949 ნახვა
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი - ძალზედ ვაფასებთ ხორვატიის მხარდამჭერ პოზიციას, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და გაგვიზიაროს საკუთარი გამოცდილება
ძალზედ ვაფასებთ ხორვატიის ამ მხარდამჭერ პოზიციას, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და გაგვიზიაროს საკუთარი გამოცდილება,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის, გორდან გრლიჩ რადმანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართული ერთობლივი პრეს-კონფერენციის დროს განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ ვიზიტის ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ეს ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია საქართველოში. სტუმრობა სიმბოლურია იმ თვალსაზრისითაც, რომ წელს საქართველო და ხორვატია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. გარდა ამისა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლახან, ზაგრებში გაიხსნა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მეგობრულ კავშირებს ორ ქვეყანას შორის. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ყველა აქტუალური საკითხი, ხაზი გაუსვეს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების მნიშვნელობას და ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა სფეროში. „აღსანიშნავია სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულება. იმედს გამოვთქვამ, რომ ახლო მომავალში გაიზრდება ხორვატიული კომპანიების დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით. საქართველოს ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, განსაკუთრებით კი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების უნიკალური შესაძლებლობები მყარ საფუძველს შეუქმნის ხორვატიული კომპანიების საქმიანობას საქართველოში. ხაზგასასმელია, რომ მინისტრ რადმანის ვიზიტის ფარგლებში, ხელი ეწერება ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს: 1) შეთანხმებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და 2) საგარეო უწყებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს დიპლომატიური ტრენინგების მიმართულებით," - აღნიშნა მინისტრმა. დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ გაწეულ მუშაობაზე და პროგრესზე მთელი რიგი პრიორიტეტების კუთხით, რომლის მიზანია ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპებზე გადასვლა. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ მუშაობას, რათა შესრულდეს ასოცირების შეთანხმებით აღებული ყველა პრიორიტეტი და ვალდებულება. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ხორვატიის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი კონტრიბუციისათვის.
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)